საქართველოში ამ სამი წლის განმავლობაში ვიხილეთ რევოლუციის 4 მცდელობა, ეს არის უკვე მე-4 მცდელობა. ხან პარტიებით სცადეს რევოლუციის მოწყობა, ხან სცადეს NGO-ებით, ხან ჟურნალისტებით, ანუ, [...] საუბარია ე.წ. მედია მენეჯერებზე და ოპოზიციური მედია საშუალებების წარმომადგენლებზე. ყველა საშუალებით სცადეს რევოლუციის მოწყობა, თუმცა ყველანაირი მცდელობა ჩავარდა.
ახლა ჩვენ რასაც ვხედავთ, ეს არის ერთგვარი "კანვასის" რევოლუციის მცდელობა. თქვენ იცით, რომ ე.წ. შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებისთვის ტარდებოდა ტრენინგები რევოლუციაში და ამის შედეგებს ვხედავთ ჩვენ დღეს სახეზე - ფსევდო ელიტის წარმომადგენლები ცდილობენ გარკვეული რევოლუციური პროცესების ორგანიზებას, თუმცა, რა თქმა უნდა, ესეც არის განწირული წარუმატებლობისთვის. [...] "კანვასის" რევოლუცია საქართველოში არ შედგება, ყველას მინდა მოვუწოდო, მიხედონ საკუთარ პროფესიას, ეს არის ჩემი რჩევა.





