რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა კიევის ოლქზე იერიში მიიტანა, არიან დაღუპულები

24 იანვრის ღამეს, რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატებით კიევის ოლქზე იერიში მიიტანა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 3 ადამიანი.

დაახლოებით 3:00 საათზე ოლქში საჰაერო თავდაცვის სისტემები ამუშავდა. ერთი დრონი დედაქალაქის თავზე დააფიქსირეს.

ოლქის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლაი კალაშნიკმა მალევე გააკეთა განცხადება 2 დაღუპული მშვიდობიანი მაცხოვრებლის შესახებ.

"ერთი დაღუპულის სხეული კერძო სახლის ნანგრევებიდან ამოიყვანეს. მეორე დაღუპული, 36 წლის კაცი 10-სართულიან საცხოვრებელ სახლში ცხოვრობდა". – თქვა კალაშნიკმა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა კიდევ ერთი დაღუპულის შესახებ. ნახსენები კერძო სახლის ნანგრევებში კიდევ ერთი სხეული იპოვეს. დაღუპულები 1966 და 1965 წელს დაბადებული ცოლ-ქმარია.

გარდა ამისა, რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში ლვოვზეც მიიტანა. დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ არის.

 

კომენტარები