დიდთოვლობა ლუიზიანაში

ლუიზიანას შტატში ძლიერი ქარბუქის შედეგად, სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში, ლუიზიანას შტატში ძლიერი ქარბუქისა და დიდთოვლობის შედეგად, სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა .

არსებული ინფორმაციით, მოქალაქეების დაღუპვის მიზეზი ჰიპოთერმია იყო 

ამ დროისთვის, აშშ-ს რამდენიმე შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული - უამინდობის გამო დახურულია სკოლები, სავალი მაგისტრალები; ქვეყნის მასშტაბით გაუქმდა 2 200-ზე მეტი ფრენა, ხოლო შეფერხებაა 3 000 რეისზე.

აღსანიშნავია, რომ ტეხასის აეროპორტმა მუშაობა სრულად შეაჩერა. 

კომენტარები