ბიძინა ივანიშვილი

ბაჩიაშვილი ივანიშვილზე: ამ კაცს ნორმალური იურისტიც არ დარჩა გარშემო

ამ კაცს ნორმალური იურისტიც არ დარჩა გარშემო რომ აუხსნას, როდესაც მიმართავთ შვეიცარიას კერძო პირზე ინფორმაციის გამოთხოვნაზე, ამას უნდა მიაყოლოთ ელემენტარული დასაბუთება. თქვენს შემთხვევაში მიმართვა იყო განხორციელებული ისე ცუდად შეკერილი სისხლის სამართლის საქმის საფუძველზე რომ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის ფარგლებში შვეიცარიამ არ მოგაწოდათ არანაირი დოკუმენტი

აქ დიფ სთეითი და გლობალური ომის პარტია არაფერ შუაშია. აქ საქმე გაქვთ ცივილიზებული სამყაროს მიერ თქვენი უკანონო, ძალადობრივი და გამოძალვითი ქმედებების მხილებასთან და ხელის არ შეწყობასთან

შვეიცარია და არცერთი ცივილიზებული ქვეყანა არასოდეს არ გახდება თქვენი დანაშაულებრივი ქმედებების ინსტრუმენტი.

წერს თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი.

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თემო წიქვაძე 21 იანვარს გამოქვეყნებულ წერილში წერს, რომ "გამოთხოვილ იქნა სრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია იმ ანგარიშების შესახებ, რაც Julius Baer-ში გააჩნდათ გიორგი ბაჩიაშვილსა და ერთ-ერთ იურიდიულ პირს, რომელიც ასევე ფიგურირებს სისხლის სამართლის საქმეში."

კომენტარები