რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

ტრამპი: პუტინს კარგად არ აქვს საქმე, თითქმის მილიონი რუსი სამხედროა მოკლული

პრეზიდენტ პუტინს უნდა დაველაპარაკო, გავიგებთ. გულანთებული ვერ იქნება, კარგად არ აქვს საქმე. ის ნელა და დამღლელად ომობს, მაგრამ ადამიანებს მეტწილად ეგონათ, რომ ომი ერთ კვირაში დამთავრდებოდა და ახლა მესამე წელია. შეუძლებელია, აღფრთოვანებული იყოს, ეს მას კარგად არ წარმოაჩენს. ბოლოს და ბოლოს, ეს დიდი მანქანაა და რაღაცები მოხდება, მაგრამ ვფიქრობ, ის უკეთ იქნება, თუ ამ ომს დაამთავრებს.

ჩვენი რიცხვებით, თითქმის მილიონი რუსი ჯარისკაცია მოკლული, დაახლოებით 700 000 უკრაინელი ჯარისკაცია დაღუპული. რუსეთი უფრო დიდია, მათ მეტი ჯარისკაცის დაკარგვა შეუძლიათ, მაგრამ ქვეყანა ასეთი გზით არ იმართება.

აშშ-ს 45-ე და 47-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, თუ რამდენი ხანი დასჭირდება უკრაინაში ომის დამთავრებას.

კომენტარები