დონალდ ტრამპი

ზელენსკი: ვულოცავ პრეზიდენტ ტრამპს, დღეს ბევრი პრობლემის გადაჭრის იმედის დღეა

ვულოცავ პრეზიდენტ ტრამპს და ამერიკელ ხალხს აშშ-ს 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციას. დღეს ცვლილებების დღეა და ასევე ბევრი პრობლემის გადაჭრის იმედის დღე, მათ შორის, გლობალური გამოწვევების. პრეზიდენტი ტრამპი ყოველთვის მტკიცეა და მის მიერ გაცხადებული მშვიდობის პოლიტიკა, იძლევა შესაძლებლობას გააძლიეროს ამერიკის ლიდერობა და მიაღწიოს გრძელვადიან და სამართლიან მშვიდობას, რაც მთავარი პრიორიტეტია.

ეს საუკუნე სწორედ ახლა ყალიბდება და ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა უზრუნველვყოთ, რომ ეს იყოს დიდი და წარმატებული საუკუნე დემოკრატიებისთვის და არა მათთვის, ვისაც ჩვენი მარცხი სურს. გისურვებთ წარმატებებს, ველით აქტიურ და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას. ერთად უფრო ძლიერები ვართ და შეგვიძლია უზრუნველვყოთ უფრო მეტი უსაფრთხოება, სტაბილურობა და ეკონომიკური ზრდა მსოფლიოსა და ჩვენი ორი ქვეყნისთვის

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციას ეხმაურება.

კომენტარები