ლარი ევროსთან 0.84 თეთრით გაუფასურდა, დოლართან - 0.4 თეთრით. 20 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8452 ლარია, ერთი ევროსი - 2.936 ლარი.
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.89 ლარი ღირს, 1 ევრო - 2.99 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.85 ლარია, ევროსი - 2.95 ლარი.
მას შემდეგ, რაც ივანიშვილის მთავრობამ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის პროცესი 2028 წლის ბოლომდე შეაჩერა, ეროვნული ვალუტის კურსი მერყეობს.