ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

NGO-ები: იოსელიანმა შეცვალა პოზიცია და განაცხადა, რომ წამება არ ყოფილა სისტემური

არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივი განცხადებით აკრიტიკებენ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობას რეჟიმის მიერ პრო-ევროპულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული ადამიანების წამებისა და ივანიშვილის სპეცრაზმის მხრიდან, ძალის არაპროპორციული გამოყენების ფაქტების არასრულფასოვანი დოკუმენტირების შესახებ. 

როგორც საერთო განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო დამცველის რწმუნებულის მიერ განხორციელებული ვიზიტების დროს ნანახი იქნა არაერთი პირი იქნა მონახულებული, გაკეთდა შესაბამისი შეფასებებიც, თუმცა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა პოზიცია შეცვალა და განაცხადა, რომ "წამებას არ ჰქონია სისტემური ხასიათი".

 "28 ნოემბრიდან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, საპოლიციო ძალებმა გამოიყენეს უპრეცედენტო ძალა და ასობით მოქალაქის მიმართ აგანახორციელეს არაადამიანური მოპყრობა და წამება. ეს უკანონო ქმედებები იყო ბელორუსულის წამების ანალოგი და იყო წინასწარ დაგეგმილი, ორგანიზებული და მიზნად ისახავდა პროტესტის მონაწილეების დასჯას და დაშინებას.

სახალხო დამცველის რწმუნებულის მიერ განხორციელებული ვიზიტების დროს ნანახი იქნა არაერთი პირი, გაკეთდა შესაბამისი შეფასებებიც, მაგრამ შემდგომ საერთაშორისო გამოხმაურებების კვალდაკვალ შეიცვალა შეფასება.

შემდეგ კვირას, როდესაც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის რწმუნებების აღიარება უნდა გადაწყდეს ევროსაბჭოში, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო მექანიზმებში აქტიურად იხილება ქართული ოცნების მიერ ჩადენილი წამების საკითხები. 

სახალხო დამცველმა შეცვალა პოზიცია და განაცხადა, რომ წამებას არ ჰქონია სისტემური ხასიათი - აღნიშნული წარმოადგენს მისი მხრიდან მოვალეობის არაჯეროვან შესრულებას, ადასტურებს მის პოლიტიკურ მიკერძოებულობას და არადამოუკიდებლობას

საქართველოს სახალხო დამცველის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია არის წამების პრევენცია. ეს როლი აქვს დეტალურად განსაზღვრული საკონსტიტუციო სასამართლოსაც. ეს უფლებამოსილება აქვს გაწერილი წამების საწინააღმდეგო კონვენციის დამატებითი ოქმითაც, რომელიც საქართველოს აქვს რატიფიცირებული და რომლითაც საქართველოს სახალხო დამცველი არის პრევენციის ეროვნული მექანიზმი.

ეს მექანიზმი და სახალხო დამცველის შესახებ არსებული ორგანული კანონი უფლებას აძლევს სახალხო დაცმველს დახურულ დაწესებულებაში შევიდეს და მოინახულოს დაკავებული პატიმარი, ჩაუტაროს მას ექსპერტიზა - ეს ასევე გულისხმობს დაზიანების დადოკუმენტირებას ე.წ. სტამბოლის პოროტოკლის შესაბამისად, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ წამების აფაქტები დადოკუმენტირდეს, დასურათდეს და შემდგომ გამოდგეს საერთაშორისოდ შესაფასებლად.

ლევან იოსელიანმა პასუხი უნდა გასცეს კითხვას რამდენ შემთხვევაში გამოიყენა ეს უფლებამოსილება. 

სახალხო დამცველს აღნიშნული ტექნიკური შესაძლებლობა სრულად აქვს". - თქვა გიორგი ბურჯანაძემ სამოქალაქო საზოგადოების ფონდის სამართლებრივმა მრჩეველმა.

კომენტარები