ჩვენ ვაგრძელებთ საკმაოდ ინტენსიურად შეხვედრებს ვაშინგტონში. უკვე გვქონდა ძალიან კარგი სით დაუნ შეხვედრები, საქმიანი შეხვედრები 9 კონგრესმენთან ისევე, როგორც ერთ სენატორთან. ჩვენ ვართ ძალიან ორიენტირებული იმაზე, რომ ქართველი ხალხის ხმა ისმოდეს სწორედ და ადეკვატურად ვაშინგტონში; ყველამ იცოდეს, რომ ტრანზიციის ფაზის მიუხედავად ვაშინგტონს, რა თქმა უნდა, მართებს საქართველოს საკითხის მუდმივად დაინტერესება, განგრძობითი დაინტერესება.
მე შემიძლია გითხრათ, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრების დროს ძალიან, როდესაც ჩვენ შევხვდით ტრამპის საპარლამენტო გუნდის ლიდერებს, მათ შორის, სენატორ როჯერ უიკერს, ისევე როგორც რონ ესტესს, დენ კრენშოუს, კეროლ მილერს, ენდი ჰარისს, რომელიც მიიჩნევა, რომ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კონგრესმენია სრულიად ამერიკის შეერთებულ შტატებში - ყველა ამ ადამიანთან საუბრისას ჩვენ გვქონდა ძალიან მკაფიო განცდა იმისა, რომ აშშ არ აღიარებს ქართული ოცნების ხელისუფლებას; იმისა, რომ გაგრძელდება ის ძალიან მკაცრი და მყარი, რაც წინა ადმინისტრაციამ აჩვენა ქართული ოცნების ქართული ოცნების ხელისუფლების მიმართ და ეს მხოლოდ გაღრმავდება შემდგომ პერიოდში; და იმისა, რომ ირანის, ჩინეთის და რუსეთის ვასალი ხელისუფლება არ იქნება და ვერ იქნება პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პარტნიორი, რაიმე ერთი კუთხით.
ასე რომ, ქართული ოცნების მითოლოგია, რომ 20 იანვარს რაიმე შეიცვლებოდა მათ სასიკეთოდ, არის დამსხვრეული.