არგენტინა

არგენტინის ბიუჯეტი 14 წელიწადში პირველად გასულ წელს პროფიციტში იყო

არგენტინის პრეზიდენტი, ხავიერ მილეი
Getty Images

17 იანვარს გამოქვყენებული მონაცემებით, არგენტინის ბიუჯეტი 14 წელიწადში პირველად ლიბერტარიანელი პრეზიდენტის, ხავიერ მილეის მმართველობის ქვეშ 2024 წელს პროფიციტში იყო.

ეკონომიკის მინისტრის, ლუის კაპუტოს ცნობით, ბიუჯეტის პროფიციტმა 1.76 ტრილიონი პესო, ანუ მთლიანი წლის მშპ-ს 0.3% შეადგინა, ხოლო ფისკალური ბალანსის მაჩვენენებელი, რომელიც ვალების გადახდას არ მოიცავს, მშპ-ს 1.8%-ია, ანუ 10.41 ტრილიონი პესოს სიჭარბეს აღწევს.

ნულოვანი დეფიციტი რეალობაა. პირობები შესრულებულია”. - დაწერა მილეიმ.

კაპუტომ თქვა, რომ არგენტინიმის მთავრობა 2025 წელს იგივენაირ ფისკალურ პოლიტიკას გაატარებს.

დეკემბრის გარდა 2024 წლის ყოველ თვეს არგენტინის ბიუჯეტი პროფიციტში იყო - დეკემბრის დეფიციტებს ეკონომიკის მინისტრი სეზონური ფაქტორებით ხსნის.

პრეზიდენტობის თანამდებობის დაკავების შემდეგ მილეიმ მთავრობის ზომა გაანახევრა, საჯარო სექტორში 50 000-მდე სამუშაო ადგილი გააუქმა, საზოგადოებრივ სამუშაოებზე ახალი კონტრაქტები შეაჩერა და საწვავსა და ტრანსპორტზე სუბსიდიები გააუქმა.

კომენტარები