NATO

NATO-მ უკრაინისა და საქართველოს მიღება 2008-ში გადაწყვიტა, პირობა უნდა შეასრულოს – მიჰკელსონი

Siim Lõvi/ERR

ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონი ამბობს, რომ NATO-მ 2008 წელს გადაწყვიტა, რომ უკრაინა და საქართველო ალიანსში გაწევრიანდებოდნენ და თავისი პირობა უნდა შეასრულოს.

ამის შესახებ მიჰკელსონი X-ზე წერს და პასუხობს პოსტს, რომელშიც NATO-ში უკრაინის გაწევრიანების მიმართ აშშ-ს, გერმანიის, უნგრეთისა და სლოვაკეთის წინააღმდეგობის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელსნსკის ციტატა არის მოყვანილი.

"NATO-მ 2008 წელს გადაწყვიტა, რომ უკრაინა და საქართველო ალიანსის წევრები გახდებოდნენ. NATO-მ, მათ შორის აშშ-მ და გერმანიამ, თავიანთი პირობა უნდა შეასრულონ". - წერს მიჰკელსონი.

მანამდე, ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის პრემიერთან, კირ სტარმერთან ჩატარებულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ NATO-ში უკრაინის გაწევრიანება 4 ქვეყანას - აშშ-ს, გერმანიას, უნგრეთსა და სლოვაკეთს არ სურთ.

"ეს ღია საუბარია და მე მგონია, რომ აქ საიდუმლო არ არის, რომ არის ოთხი ქვეყანა, რომლებსაც თავიანთი სხვადასხვა მიზეზების გამო ჯერჯერობით უკრაინას NATO-ში ვერ ხედავენ". - თქვა ზელენსკიმ.

კომენტარები