ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

დროას წევრი მარიამ სიჭინავა ზუგდიდში ისევ დააკავეს

პარტია დროას წევრი მარიამ სიჭინავა ზუგდიდში ისევ დააკავეს. სიჭინავამ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან პროტესტის ნიშნად პიროტექნიკა გამოიყენა, რის შემდეგაც დააკავეს.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, სიჭინავა დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც სამართალდამცველის კანონიერი მოწოდების დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

იმავე ადგილას მარიამ სიჭინავა იქამდე 13 იანვრის ღამეს დააკავეს, საპროტესტო აქციაზე პიროტექნიკის ფლობის გამო. გუშინ კი 5 000 ლარით დააჯარიმეს და გაათავისუფლეს.

კომენტარები