ლარი დოლართან 0.34 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 0.86 თეთრით. 16 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8412 ლარია, ერთი ევროსი - 2.9236 ლარი.
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.88 ლარი ღირს, 1 ევრო - 2.97 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.85 ლარია, ევროსი - 2.93 ლარი.
მას შემდეგ, რაც ივანიშვილის მთავრობამ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის პროცესი 2028 წლის ბოლომდე შეაჩერა, ეროვნული ვალუტის კურსი მერყეობს.