არჩევნები 2024

მოსამართლე დავით მგელიაშვილმა მათე დევიძე პატიმრობაში დატოვა

მოსამართლე დავით მგელიაშვილმა საპროტესტო აქციაზე დაკავებული 21 წლის მათე დევიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ძალაში დატოვა. დევიძეს პროკურატურა 3 პოლიციელზე თავდასხმას ედავება.

დევიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ 2003 წელს დაბადებული მათე დევიძე 19 ნოემბერს, არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე, დააკავა.

კომენტარები