ივანიშვილის წარმომადგენლის, მიხელ სარჯველაძის თქმით, ორთაჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სხვადასხვა სიმძიმისაა, ერთ-ერთის მდგომარეობა კი განსაკუთრებით საყურადღებოა.
"უბედური შემთხვევა მოხდა. ზუსტი მიზეზი გამოძიების ჩატარების შემდეგ შეგვეძლება რომ ვთქვათ. სავარაუდოდ, საუბრობენ გაზის გაჟონვაზე ან ქსელის გაუმართაობაზე, რამაც გამოიწვია აფეთქება და დატრიალდა ეს ტრაგედია. რამდენიმე პირი იმყოფება კლინიკაში და მათი მდგომარეობა სხვადასხვა სირთულისაა, ძირითადად, ისინი უსაფრთხოდ იმყოფებიან. ერთ-ერთი პირის მდგომარეობა განსაკუთრებით საყურადღებოა და ის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. საუბედუროდ, ერთი ადამიანი გახლავთ გარდაცვლილი". - თქვა სარჯველაძემ.
თბილისში, ორთაჭალაში, დევნილთა დასახლებაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, რის შედეგადადც ერთი პირი დაიღუპა, 4 დაშავებული კი კლინიკაშია გადაყვანილი.





