ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

პოლიციამ ბათუმში მიმდინარე აქციაზე 10-მდე აქტივისტი დააკავა

ბათუმელები

ბათუმელების ინფორმაციით, პოლიციამ ბათუმში მიმდინარე აქციაზე დაახლოებით 10 აქტივისტი დააკავა.

გამოცემის ცნობით, დაკავებების სერია დაიწყო საპროტესტო მსვლელობისას, როცა პოლიციამ დააკავა აქციის ერთ-ერთი მონაწილე თათია აბულაძე. ბათუმელების ცნობითვე, სამართალდამცავებმა დაკავების მიზეზად დაასახელეს ის, რომ აქციის მონაწილემ ერთ-ერთ პოლიციელს ტანსაცმელზე სტიკერი მიაკრა წარწერით – "გაიფიცე". 

ტაბულა დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. ინფორმაცია განახლებადია. 

კომენტარები