არჩევნებს არ აქვს ალტერნატივა, ეს არის მოცემულობა ყველა ქვეყანაში, სადაც ასეთი ღრმა კრიზისი არსებობს. არჩევნების გარეშე ვერ გამოხვალ ამ კრიზისიდან და ვერავინ ვერ მართავს ქვეყანას დიდხანს თავის ხალხის წინააღმდეგ.
აქ უკვე ორი არჩევანი არის, ერთი რომ ამ ხელისუფლებამ, რომელიც უკვე იშლება სხვათაშორის, ის ნიშნები, რომ ვერტიკალში არის ძალიან სერიოზული კითხვები, რომ პოლიცია ცუდად ეგუება იმას, რომ კრიმინალურ ვერტიკალს უნდა დაემორჩილოს და არა ჩვეულებრივ, ინსტიტუციურ ვერტიკალს, ესეც გასაგებია. დიდხანს ვერცერთი ინსტიტუტი და ვერცერთი ადამიანი, რომელიც არ არის ბოლომდე მიყიდული, ვერ შეეგუება იმას, რომ იყოს მართული ამ ფორმით და პირდაპირ ინსტრუქციებით იყოს დამორჩილებული.
ჩვენ ვხედავთ ამ ევოლუციას და ორი ვარიანტი აქვს დღეს მმართველ გუნდს, ერთი დაინახოს ეს რეალობა, დაინახოს რა უნდა ქართველ ხალხს და თვითონ წავიდეს იმაზე, რომელიც იქნება ცხადია დათმობა. წავიდეს ახალი არჩევნების ორგანიზებაზე ვთქვათ იმ ძალებთან ერთად, რომელიც არიან ქვეყანაში და იმ რეკომენდაციების გათვალისწინებით, რომელიც არსებობს და ამაზე, როგორც ვთქვით, დოკუმენტი მზადდება და პრაქტიკულად მზად იქნება მომავალ დღეებში.
მეორე ვარიანტი არის ბევრად უფრო ძნელი და რთული ქვეყნისთვის, თუ ქვეყანაზე ფიქრობს ვინმე, რომ მმართველი პარტია დაელოდოს თავის ბოლომდე დაშლას, რაც მოითხოვს სხვა ტიპის პასუხისმგებლობის გადანაწილებას. მაგრამ ესეც იქნება, თუ კი მმართველი პარტია არ შეეგუება იმ აზრს, რომ უნდა გაითვალისწინოს ჩვენი ხალხის და ჩვენი პარტნიორების ერთობლივი მოთხოვნა, რომ ახალი არჩევნების გარეშე არაფერი არ შეიძლება იყოს და ყველაფერი იქნება გაყინული ამ ქვეყანაში.
ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ ორივე ალტერნატივისთვის და ვიქნებით, გრძელდება ეს ბრძოლა, მისი მთავარი კომპონენტია ის ხალხი ვინც დგას ქუჩაში და მეც ვუერთდები, რაც შემიძლია.
[...]
მმართველი პარტია დაიშლება, რაც არის მისი გარდაუვალი მომავალი, თუ ახლა არ მოვა გონზე და არ დანიშნავს არჩევნებს. ორი აზრი არ არის რომ ეს არჩევნები დაინიშნება, მე ვარ პრეზიდენტი და ვიქნები პრეზიდენტი.