საფრანგეთი

ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი, ჟან-მარი ლე პენი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა

ფრანგი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი, ჟან-მარი ლე პენი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია AFP-ს ოჯახმა დაუდასტურა.

უკანასკნელ თვეებში ლე პენი გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო კლინიკაში მკურნალობდა.

ჟან-მარი ლე პენმა ულტრამემარჯვენე პარტია ეროვნული ფრონტი 1972 წელს დაარსა და 2011 წლამდე ხელმძღვანელობდა. 2002 წელს, ლე პენი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ჟაკ შირაკთან დამარცხდა.

ლე პენის გადადგომის შემდეგ ეროვნული ფრონტის ლიდერი მისი შვილი, მარინ ლე პენი გახდა, მომდევნო წლებში კი პარტიამ რებრენდინგი განიცადა, ეროვნული ერთობა ეწოდა და საფრანგეთის პოლიტიკაში ერთ-ერთ მთავარ ძალად ჩამოყალიბდა.

კომენტარები