აშშ-ს სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ

კალაძე: ძალიან დიდი იმედი მაქვს, ახალი ადმინისტრაციის ფარგლებში ყველაფერი დალაგდება

ბიძინა ივანიშვილი დე-ფაქტო ისედაც დასანქცირებული იყო. ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაგვიკეთებია.

ჩვენ ვხედავთ მუდმივ შანტაჟს ხან კანდიდატის სტატუსით, ხან მოლაპარაკების გახსნა-არგახსნის საკითხით, ხან სანქციებით, რაც წარმოუდგენელია.

მოთხოვნა რა არის, რომ დაითმოს ქვეყნის ინტერესები, ქვეყანა შეუერთდეს სანქციებს, გაიხსნას მეორე ფრონტი და ასე შემდეგ. წარმოუდგენელია იმ მოთხოვნების შესრულება, რასაც ჯერ კიდევ კაბინეტებში პირდაპირ მოგვიწოდებდნენ, მუქარებით, შანტაჟით.

ეს უკვე ყველა ზღვარს სცდება, პირდაპირ მოწოდებები. რეზოლუციებიც კი მიიღეს სანქციების მიერთებასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ის საქართველოში მთლიანად დაკავებული იყო კეთილი საქმეებით, ქველმოქმედებით, უამრავი პროექტი და საქველმოქმედო ღონისძიება აქვს გაკეთებული, თუმცა მისი მხრიდან გადადგმული ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო 2012 წელს, როდესაც ის პოლიტიკაში შემოვიდა და მოიპოვა გამარჯვება. ეს ადამიანი ემსახურება ქვეყანას, ემსახურება ქართველ ხალხს და, რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულება გაგრძელდება მომავალშიც. 

ჩვენ, პარტია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო, რომელმაც მოვიპოვეთ 26 ოქტომბერს გამარჯვება და მივიღეთ მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მხრიდან, იმიტომ, რომ ვატარებთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესსს, ვიცავთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკა და დამოკიდებულება გაგრძელდება მომავალშიც.

ჩვენ გვინდა მეგობრობა, გვინდა თანამშრომლობა, პარტნიორობა, მაგრამ ამ ტიპის დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი ადმინისტრაციის ფარგლებში მთლიანად გადაიტვირთება ურთიერთობა და ყველაფერი დალაგდება.

კახა კალაძე აშშ-ს მიერ ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე.

კომენტარები