ახალი არჩევნები

გვარამია: საბჭოზე გარკვეული წარმოდგენები შეიქმნა, სადამფუძნებლო დოკუმენტის დრაფტი არსებობს

29 დეკემბრამდე, სავარაუდოდ, ჩვენ გვექნება გარკვეული შეთანხმებები იმასთან დაკავშირებით თუ რას ვგულისხმობთ დემოკრატიულ არჩევნებში და რა არის ის პირობები, რომლებიც არცერთ შემთხვევაში არ გადაიხედება, იმიტომ რომ არჩევნების შედეგები იყოს ლეგიტიმური და არა რაღაც ხაფანგი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გადმოგდებული, რომელშიც ჩვენ გავებმებით - ეს ვერ მოხდება და ამაზე ლიდერობასაც საქართველოს პრეზიდენტი ბუნებრივია აიღებს, თუმცა, ის რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, საბჭო, რომელიც პოლიტიკოსებისგან იქნება დაკომპლექტებული, ეს საბჭო იქნება ამ ავანგარდში ასეთი გადაწყვეტილებების მიღების. [...] საბჭოსა და სადამფუძნებლო დოკუმენტზე დღეს გარკვეულწილად წარმოდგენები შეიქმნა, დრაფტი უკვე არსებობს, თუმცა, ბუნებრივია, პრეზიდენტმა ეს უნდა გაიაროს და ამის შემდეგ უკვე დავიწყებთ ფუნქციონირებას.

თქვა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 23 დეკემბერს აქციაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ "შეიქმნება საბჭო, იმისთვის, რომ ვმართოთ ეს პერიოდი. ამ საბჭოს მანდატი იქნება ერთადერთი - ახალი არჩევნების მომზადება. უკვე მზადდება დოკუმენტი, რომელიც აღწერს ყველა მინიმალურ პირობას, რაც საჭიროა ძალიან მალე ახალი არჩევნების ჩასატარებლად".

კომენტარები