ლარი დოლართან 0.09 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 0.15 თეთრით. 24 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8119 ლარია, ერთი ევროსი - 2.9221 ლარი.
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.85 ლარი ღირს, 1 ევრო - 2.98 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.82 ლარია, ევროსი - 2.93 ლარი.
მას შემდეგ, რაც ივანიშვილის მთავრობამ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის პროცესი 2028 წლის ბოლომდე შეაჩერა, ეროვნული ვალუტის კურსი მერყეობს. გასულ კვირაში ლარს გამყარების ტენდენცია ჰქონდა, თუმცა, წინა კვირებში დოლართან და ევროსთან ჯამური გაუფასურება დაახლოებით 11-13 თეთრი იყო.