მაია სანდუ

მაია სანდუ ოფიციალურად მეორედ გახდა მოლდოვის პრეზიდენტი

Bas.tv

მაია სანდუ ოფიციალურად მეორედ გახდა მოლდოვის პრეზიდენტი.

სანდუმ 24 დეკემბერს რესპუბლიკის სასახლეში ფიცი დადო, რის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ სანდუ მოლდოვის პრეზიდენტად დაამტკიცა.

ფიცის დადების შემდეგ პრეზიდენტმა ქვეყნის მოსახლეობას სიტყვით მიმართა:

"თქვენ მანდეთ იმ გზის გაგრძელება, რომელზეც 4 წლის წინ დავდექი. ეს იყო გამოწვევებით სავსე წლები – პანდემიიდან ენერგოკრიზისამდე, შემდეგ ომამდე ჩვენს საზღვრებთან". 

2024 წლის მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუმ მეორე ტურში გაიმარჯვა.

კომენტარები