ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

კობახიძე: გუშინ სრული მობილიზაცია ჰქონდათ გამოცხადებული და 3000 კაცამდე ძლივს შეკრიბეს

ხედავთ, რომ ხალხი აღარ მონაწილეობს შეკრებებში.

გუშინ, სრული მობილიზაცია ჰქონდათ გამოცხადებული და აქაც კი 3000 კაცამდე ძლივს შეკრიბეს.

შემდეგ ხედავდით, რომ აზიარებდნენ შარშანდელი აქციის ფოტო მასალას

პირველი, ხალხი აღარ დადის აქციებზე, ვერ მოახერხეს მთელი ამ კვირების განმავლობაში პოლიციის გამოწვევა, ვეღარ ახერხებენ ძალადობით პოლიციისთვის გამოწვევის შექმნას.

შესაბამისად, არის მძიმე ემოციური ფონი და არის ერთგვარი ისტერიული მდგომარეობა რადიკალურ ოპოზიციაში და ეს, ბუნებრივია აისახება სალომე ზურაბიშვილზეც.

თქვა ივანიშვილის პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ. 

ცნობისთვის გუშინ, 21 დეკემბერს, პროტესტის 24-ე დღეს ღია წყაროების სადაზვერვო გვერდის, Visioner-ის თქმით, აქციის მონაწილეთა რაოდენობა 200 000-ს შეადგენდა.

კომენტარები