გერმანიაში, ქალაქ მაგდებურგში საშობაო ბაზრობაზე მანქანა ხალხში შევარდა, რასაც, სულ მცირე, 2 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, 68 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან 15 კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
ამჟამად საშობაო ბაზარი დახურულია და ადგილზე საგანგებო სამსახურები არიან მობილიზებულები.
საქსონია-ანჰალტის შტატის პრემიერის, რაინერ ჰასელოფის თქმით, პოლიციამ საუდის არაბეთის მოქალაქე დააკავა, რომელმაც, სავარაუდოდ, თავდასხმისთვის მანქანა დაიქირავა. დაკავების შესახებ ინფორმაციას მაგდებურგის პოლიციაც ავრცელებს.
ჰასელოფმა ასევე თქვა, რომ ბრალდებული არის ექიმი, რომელიც გერმანიაში 2006 წლიდან იმყოფება და მუდმივი ბინადრობის უფლებას ფლობს.
ქალაქის სპიკერმა, მიჰაელ რაიფმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ პოლიცია შემთხვევას ტერორისტულ თავდასხმად განიხილავს.