საქართველოს მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა 31 დეკემბრამდე გაგრძელდება. საქსტატის ცნობით, ამ პერიოდის განმავლობაში მოქალაქეებს თვითრეგისტრაციის გავლის საშუალებაც ექნებათ.
"თვითრეგისტრაცია და კითხვარის შევსება ნებისმიერი ბრაუზერით და ინტერნეტთან დაკავშირებული მოწყობილობით შეგიძლია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ გვერდზე" - წერს სტატისტიკის სამსახური.
მათივე ცნობით, პარალელურად, გადამზადებული აღმწერები ელექტრონული პლანშეტებისა და სპეციალურად მომზადებული კითხვარის მეშვეობით, კარდაკარ გამოჰკითხავენ მოსახლეობას
"აღმწერი აღჭურვილია საქსტატის ლოგოიანი ქუდით, ჩანთითა და ბეიჯით, ატარებს პლანშეტურ კომპიუტერს
გახსოვდეს, რომ აღწერის დროს გაცემული პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობა კანონით დაცულია. გაუღე კარი აღმწერს!
შეიტანე შენი წვლილი ქვეყნის განვითარებაში!" - წერს საქსტატი.





