ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

გახარია საჯარო მოხელეებს: დუმილი თქვენივე მომავალსა და ინტერესებს დააზიანებს

მინდა, საქართველოს საჯარო მოხელეებს მივმართო: მეგობრებო, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მაშინ, როდესაც ასობით ათასი რიგითი მოქალაქე მშვიდობიანი პროტესტით იცავს საქართველოს ევროპულ მომავალს, სამართლიანობასა და უბრალოდ, გამოხატვის თავისუფლებას, თქვენი დუმილი უკვე თქვენივე მომავალსა და ინტერესებს დააზიანებს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მოძალადეს რაც უფრო დიდხანს არ გავცემთ საკადრის პასუხს, ეს მოძალადე ჩვენზე კიდევ უფრო მეტს იძალადებს. 

უნდა გვესმოდეს, რომ თუ დღეს საჯარო სექტორმა სახელმწიფოსა და მისი ინტერესების დაცვისთვის თავისი ღირსეული სიტყვა არ თქვა და საჯარო მოხელის ფიცი არ გაიხსენა, რომლის მთავარი მიზანი ქვეყნისა და მოქალაქეების მსახურებაა და არა ერთი პარტიის, ერთი ადამიანისა და მათი კორუფციული ინტერესების - მაშინ, ისინი თავისას გაიტანენ [...]

ჩვენ ყველაფერი გვესმის, ყველაფერი გასაგებია. უკვე ყველაფერი გასაგებია, ვინ რომელ მხარეს დგას. მინდა, მოგიწოდოთ, რომ სწორი არჩევანი გააკეთოთ, ხმა ამოიღოთ და ის შეფასება გააკეთოთ, რომელიც დღეს საქართველოსა და იმ ხალხს, ვინც ქუჩაში დგას, ძალიან სჭირდება. 

გიორგი გახარიამ საჯარო მოხელეებს მიმართა. 

კომენტარები