ქართველი ხალხის მხარდასაჭერად [ევროკავშირისთვის] მრავალი გზა არსებობს. საქართველო ამ ბრძოლაში მოიგებს. იგი დაიცავს საკუთარ თავისუფლებას, დემოკრატიასა და ევროპულ მომავალს. არ მინდა [საქართველო] უკრაინის სიმამაცესა და ტრაგედიას შევადარო, თუმცა უკრაინა [ასევე] იბრძვის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა ევროპული მომავლისთვის, მათ შორის, თქვენი მომავლისთვისაც [მიმართავს ევროპარლამენტს].
დარწმუნებული ვარ, ისინი გაიმარჯვებენ, [თუმცა] მათ [ომის] დასასრულამდე სჭირდებათ თქვენი მხარდაჭერა. მეორე მხარეს, ჩვენ სატესტო რეჟიმში ვართ - ვიბრძვით, რა თქმა უნდა, არა სამხედრო [გზებით], არამედ განსხვავებულად, შიშველი ხელებით, რასაც ასევე აქვს ცხადი გავლენა ჩვენს მომავალზე. შეკითხვა, რომლის დასასმელადაც მე აქ მოვედი, მარტივია:
დააჩქარებთ გარდამავალ პროცესს თუ მისცემთ [საქართველოში არსებულ სიტუაციას] გახანგრძლივდეს ზამთრის განმავლობაშიც? ქართველი ხალხი არ ნებდება, თუმცა მოელის, რომ ევროპა კიდევ უფრო გააქტიურდება, რათა ერთად დავიცვა ევროპა და ევროპული ღირებულებები.





