ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ღამბაშიძე: ივანიშვილი არასოდეს იხევს უკან – უარესი ჯოჯოხეთის მოწყობისთვის ემზადება

მეგობრებო, ვინც ახლა შემოუერთდით რეჟიმთან ბრძოლას, ეს გაითვალისწინეთ: ივანიშვილი არასოდეს იხევს უკან. არასოდეს. ასეთი შემთხვევა არ ახსოვს ისტორიას. თუ სადმე უკან დახევა მოგვეჩვენა, თურმე რაზგონისთვის გადადგმული ნაბიჯი იყო.

ვინც კი გადააყენა, უკეთეს პოზიციებზე დააბრუნა, ვინც კი შეიწყალა, უარესად დასაჯა მოგვიანებით.

ასე რომ, ერთი წამით არ მოდუნდეთ. პატიმრები გამოუშვა და ნაძვის ხე არ აანთო და ასეთი რაღაცეები სისუსტედ ან დათმობად არ მიიჩნიოთ.

რა თქმა უნდა, ეხლა ზის და უარესი ჯოჯოხეთის მოწყობისთვის ემზადება.

რეალური უკან დახევა იქნება მხოლოდ ყველა ტყვის უპირობოდ გამოშვება და ხელახალი არჩევნების დანიშვნა.

სოციალურ ქსელში წერს ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე. 

კომენტარები