წინასწარ არის დაახლოებით ცნობილი, რა გადაწყვეტილება იქნება დღეს მიღებული. გამოსულია გარეთ ინფორმაცია. განსაკუთრებული არაფერი.
ერთადერთი ნეგატიური რაც უდევთ მაგიდაზე, ეს არის დიპლომატიურ პასპორტებზე სავიზო შეზღუდვების შემოღება, ესეც გარკვეული ვადის შემდეგ.
რა თქმა უნდა, ესეც არის უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი, ანტიქართული ნაბიჯი. იმედია, საბოლოო ჯამში შეიცვლება ევროკავშირში კონკრეტული პოლიტიკოსების და ბიუროკრატების პოზიციები, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ განსაკუთრებით 20 იანვრის შემდეგ, გარკვეული ცვლილებები მოხდება ევროკავშირის პოლიტიკაში, დანარჩენს დავაკვირდეთ.