ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

წულუკიანი: ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტა დღის წესრიგში არ დგას

ვიზალიბერალიზაციის შეჩერება დღის წესრიგში არ დგას. თუ ამას ვინმე დააყენებს ბრიუსელში, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ეს იქნება არა ქართული ოცნების ხელისუფლების, არამედ ქართველი ერის დასჯის სურვილი და მცდელობა. დიდი იმედი მაქვს, როგორც ახლა არ დგას დღის წესრიგში, ამას არავინ არ დააყენებს დღის წესრიგში. არ მგონია, ევროკავშირელებს არ ესმით, რომ ევროპას სასიცოცხლოდ სჭირდება საქართველო თავისთან, ამიტომ ქართველი ერის ასე დასჯა და განაწყენება მათ ინტერესში არ არის და იმედია, არც იქნება. 

თუ უვიზო რეჟიმი გაუქმდება დიპლომატიურ პასპორტებზე, ეს სერიოზული შეშფოთების საგანი ვერ იქნება. ჩვენ ქვეყანაში რამდენიმე ათეული თუ ასეული ადამიანი ფლობს ასეთ პასპორტს და არავითარი პრობლემა არ იქნება, თუ ეს მოხდება.

ამბობს ერთპარტიული პარლამენტის თავჯდომარის მოადგილე, თეა წულუკიანი TV IMEDI-ის ეთერში.

კომენტარები