ეს ხელისუფლება არსად არ მიდის, მას ხმა მისცა 1 100 000-ზე მეტმა ადამიანმა, ამიტომ ევროკავშირს მოუწევს ამ ხელისუფლებასთან საუბარი, ეს რეალობაა. ეს უნდა იყოს შანტაჟისგან დაცლილი შინაარსიანი დისკუსია. ამიტომ ითქვა ის, რაც ითქვა და პრემიერმინისტრმა ახსნა ქართულ ენაზე, რომ ჩვენ მოგვიწევს 4-წლიანი ძალიან დიდი სამუშაოს ჩატარება, რომ ის დარჩენილი ვალდებულებები რაც გვაქვს ასოცირების შეთანხმებით და ის ე.წ საშინაო დავალებები მაქსიმალურად შესრულდეს იმისთვის, რომ ქვეყანა საქმიანად და არა ისტერიკით მომზადდეს რეალური წევრობისთვის. ვფიქრობ, რომ ეს შანტაჟის ჯაჭვი, თუ ამით გაწყდა და მე მგონია, რომ გაწყდა, ძალიან კარგი ამბავია და ვისაც უნდა, რომ გაიგოს რას ეხებოდა ეს გადაწყვეტილება, ამის გაგება არ არის ძნელი.
ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება
წულუკიანი: ეს ხელისუფლება არსად მიდის, ევროკავშირს მოუწევს მასთან საუბარი
tbl.ge/7021
დაკოპირდა

ამბობს ერთპარტიული პარლამენტის თავჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მოადგილე თეა წულუკიანი TV IMEDI-ის ეთერში.
ამავე თემაზე
- კობახიძე: ჩვენ ევროკავშირს ღია და გამჭვირვალე დიალოგს ვთავაზობთ
- შაჰინი და რიში: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს დემოკრატიულ გზას
- ნიდერლანდების საგარეო აქციების წლისთავზე: ვაღიარებთ ქართველი ხალხის სიმტკიცეს
- ნორვეგიის საგარეო აქციების წლისთავზე: უკანონოდ დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ
- მაკკლირი: ქართველებს მხარი უნდა დავუჭიროთ, საქართველო პუტინის ჰიბრიდული ომის ფრონტის ხაზზეა




