ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

აქციაზე დაკავებული: განყოფილებაში მეუბნებოდნენ, შენზე ვიცით, რომ სტრიპტიზს ცეკვავო

მიკროავტობუსში შემათრიეს, სადაც სიბნელე იყო. იქ ყოფნის შემეშინდა და ვთხოვე, გამოვეყვანე. შემდეგ უკვე პატრულის მანქანაში ჩამსვეს [...] განყოფილებაში გადამიყვანეს. ძალიან არასასიამოვნო ფაქტი მოხდა. შსს-ს თანამშრომლებს (შსს ეწერათ) ნიღაბი ეკეთათ, ვიდეოს მიღებდნენ და მეუბნებოდნენ: შენზე ვიცით, რომ ჩახდილი, გახდილი, სტრიპტიზს ცეკვავო. არ ვიცი, ამას რატომ მეუბნებოდნენ. გაოცებული ვიდექი და არ ვიცოდი, რა მექნა. ამ ყველაფრის მოსმენა უბრალოდ საშინელება იყო. სავარაუდოდ, ამით ჩემი წყობიდან გამოყვანა უნდოდათ. ან, შეიძლება, შანტაჟი - არ ვიცი [...]

ჩემი აზრით, ისეთს არაფერს ვაკეთებდი [...] დაუმორჩილებლობა მიწერია, მაგრამ ასეთი ფაქტი საერთოდ არ მომხდარა. მათთვის არც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიმიყენებია.

თქვა სასამართლო პროცესის დაწყებამდე ბეატრის გაზდელიანმა, რომელიც პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 7 დეკემბერს დააკავეს.

კომენტარები