მოქალაქე ქეთი პერანიძის თქმით, სტამბის წინ ორი ბიჭი პოლიციამ გაჩხრიკა და დააკავა.
"მივედით, ვიდეოს ვუღებდით, ერთერთ გოგოს ხელიდან გამოგლიჯეს ტელეფონი და უპირებდნენ დაკავებას. ის ბიჭები წაიყვანეს უკვე და დააკავეს" - წერს მოქალაქე.
ამასთან, როგორც ვიდეოში ჩანს, პოლიციელი ვიდეოს ავტორს ეკითხება - "რამე საინტერესო ხდება?... პატარა ბიჭი? სრულწლოვნები არიან, პატარა ბიჭები არ არიან და თუ გინდა, გაჩვენებ, ამ პატარა ბიჭებს რეები აქვთ - აი, წიწაკის სპრეი, დრინები, რომ თქვენ დაგარტყან მერე ისევ".