კუდის მოქნევის მორიგი, ძალიან ცუდი მცდელობა, ბლინკენი არის ის ბიუროკრატი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ უკრაინამ უნდა დაწიოს ჯარში გასაწვევ პირთა ასაკი, მე აბსოლუტურად ვეთანხმები და ჩვენი გუნდის პოზიციაც ეს არის, ვიქტორ ორბანის დღევანდელ შეფასებას, რომ უნდა შეწყვიტონ მათ ჩარევა სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში, მით უმეტეს, ასეთი მავნებლური მოწოდებები, რომ უკრაინელებმა კიდევ უფრო ახალგაზრდა თაობის წარომადგენლები შეწირონ ომს და ეს არ აკეთონ მშვიდობაზე ზრუნვის ნაცვლად...
როდესაც ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ჩვენ გვახსოვს, წინა წლებში, წინა თვეებში მიღებული გადაწყვეტილებები სანქციებთან და მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, ისევ ბატონ ბლინკენს გახმოვანებით და მისი გადაწყვეტილებით, ჩვენ უნდა ვუთხრათ მათ, რომ ისევ სწორედ ასეთი უსაფუძვლო, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები აქეზებს ქვეყნის შიგნით ძალადობის თითოეულ ფაქტს, როდესაც ჰაერიდან მოიტან და ვიღაცის, აგენტურის მხარდასაჭერად იღებ მსგავს უსამართლო და უსაფუძლო გადაწყვეტილებებს, უნდა ვიცოდეთ ყველამ, რომ ასეთი გადაწყვეტილებებია სწორედ, რომლებიც აქეზებენ ძალადობას, მათ შორის ბოლო დღეებში თბილისის ქუჩებში.
ჩვენ, გარდა იმისა, რომ ეს არის წამსვლელი ხელოსუფლების ერთერთი ბიუროკრატი, მასთან იმიტომ არ გვაქვს დამატებით სალაპარაკო არაფერი, რომ ეს არის ადამიანი, რომელმაც რამდენიმე თვის წინ გამოუცხადა თავის თანამშრომლებს, რომ კაცს კაცი და ქალს ქალი არ დაუძახონ, ასეთ ხალხთან ჩვენ სალაპარაკო არაფერი გვაქვს, ამ საკითხზე ჩვენ გვაქვს ძალიან პრინციპული დამოკიდებულება.





