ასადის რეჟიმის დამხობა

სირიაზე ისრაელის დღევანდელი იერიშები ძალიან ინტენსიური იყო – Times of Israel

ისრაელის იერიშის შედეგი დამასკოში

Times of Israel-ის წყაროები ამბობენ, რომ 8 დეკემბერს სირიაში მდებარე სამხედრო ობიექტებზე ისრაელის მიტანილი იერიშები "ძალიან ინტენსიური" იყო.

ისრაელის საჰაერო ძალებმა რამდენიმე იერიში მიიტანეს მთელი სირიის მასშტაბით, მათი მიზანი იმ "სტრატეგიული იარაღების" განადგურება იყო, რომელთა ისრაელისადმი მტრულად განწყობილი ჯგუფების ხელში ჩავარდნის ეშინიათ.

წყაროების თქმით, სამიზნეებს შორის იყო იარაღის საწარმოებიც და საჰაერო თავდაცვის ობიექტებიც.

ისრაელმა იერიშები არამხოლოდ დღის პირველ ნახევარში, არამედ საღამოსაც მიიტანა. დარტყმის სამიზნეების დამასკოში მდებარეობდა. აფეთქებების ხმები ისმოდა მეზეჰის საჰაერო ბაზაზე. ზოგიერთი ცნობით, საერთო ჯამში, იერიშების სამიზნე 100-მდე ობიექტი გახდა.

8 დეკემბერს ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის (HTS) მეთაურობით წამოწყებული იერიშის შედეგად ასადის რეჟიმი რამდენიმე დღეში ჩამოიშალა. თურქეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეები რამდენიმე დღის განმავლობაში აგრძელებდნენ წარმატებულ სამხედრო ოპერაციებს. 

HTS ტერორისტული დაჯგუფება ალ-კაიდას სირიული დანაყოფის, ალ-ნუსრას ფრონტის საფუძველზე შეიქმნა. დაჯგუფება საკუთარი წინამორბედისგან "რებრენდინგს" ცდილობდა. იერიშამდე HTS-ი ქალაქ იდლიბსა და ამავე რეგიონის ნაწილებს აკონტროლებდა. სამხედრო ოპერაციებში ჯიჰადისტების გარდა სეკულარული ძალებიც მონაწილეობდნენ. 

თურქეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეები დაპირისპირებულები არიან ამბოხებულ ქურთებთან, რომლებიც სირიის ტერიტორიის ნაწილს აკონტროლებენ.

კომენტარები