ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

პარლამენტის IT დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი სამსახურიდან წავიდა

პარლამენტის IT დეპარტამენტის უფროსმა სპეციალისტმა, ალექსანდრე ძაძამიამ აპარატის უფროსს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მიმართა. ბრძანების ფოტო ძაძამიამ LinkedIn-ზე გამოაქვეყნა

ძაძამია პარლამენტის ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტის ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი იყო.

"საკუთარი სინდისის ხმა ყველაზე ღირებულია!", - დაწერა მან LinkedIn-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

რეჟიმის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების შემდეგ, სამსახური სხვადასხვა უწყებაში დასაქმებულმა არაერთმა საჯარო მოხელემ დატოვა.

კომენტარები