ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

აქციაზე ფორმულას ოპერატორი დაშავდა - ის კლინიკაში გადაიყვანეს

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, ტელეკომპანია ფორმულად ოპერატორი თედო ქვაჩახია დაშავდა, ის კლინიკაში გადაიყვანეს. ტელეკომპანიის ცნობით, ოპერატორს დაზიანებები თავის არეში აქვს.

რუსთველის გამზირზე აქცია გრძელდება, საპოლიციო ძალები დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებენ გაზის კაფსულებს. მანამდე, არაერთხელ გაუშვეს წყლის ჭავლი.

პარლამენტის წინ უკვე მე-6 ღამეა მოქალაქეები იკრიბებიან და ივანიშვილის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებასა და აქციების ძალადობრივ დარბევებს აპროტესტებენ. 

კომენტარები