მინდა მოვუწოდო ყველა გულწრფელ ადამიანს, რომელიც ემორჩილება სამართალდამცველების მოწოდებას და მშვიდობიანად იშლება ამ აქციებზე, რომ ხელი არ შეუწყონ პროცესების გართულებას, იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან მალე, მათ შორის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ევროპელები იქნებიან თუ ამერიკელები, გადავალთ პარტნიორობის ახალ ეტაპზე.
ყველაფერი დამშვიდდება, პოლიტიკური პროცესები დალაგდება, ხოლო ის სტრესი, ზიანი, მათ შორის პოლიტიკური ტვირთი, რომელსაც ეს მოვლენები დატოვებს, იქნება ძალიან მძიმე თითოეული ადამიანისთვის, რომელიც ხელს უწყობდა ქართველებს და საქართველოს მოქალაქეებს შორის ზიზღის დათესვას და ახლა უკვე ფიზიკურ დაპირისპირებას.