საახალწლო სეზონის მოახლოებასთან ერთად იწყება ფიქრი იმაზე, თუ როგორ აღვნიშნოთ დღესასწაულები. ამის ერთ-ერთი საუკეთესო გზა საზღვარგარეთ მოგზაურობაა. თუ გსურს, ახალ წელს უცხო ქვეყანაში შეხვდე და თავგადასავლებით სავსე ჯადოსნური დღეები მოიწყო, მაშინ ნამდვილად ღირს ბილეთების ყიდვა და ოცნების ქალაქისკენ გაფრენა. ამ შთამბეჭდავი წუთების აღბეჭდვასა და საყვარელი ადამიანებისთვის გაზიარებაში კი როუმინგ ინტერნეტი დაგეხმარება.
რა არის როუმინგ ინტერნეტი
თანამედროვე მობილური ოპერატორები აბონენტებს სპეციალურ ინტერნეტ პაკეტს სთავაზობენ, რომელიც საშუალებას გაძლევს, მთელი მოგზაურობის განმავლობაში ისარგებლო მობილური ინტერნეტით, გამოიყენო ონლაინ რუკები, როგორც ნავიგაციის საშუალება, ესაუბრო ოჯახის წევრებსა და მეგობრებს, გაუგზავნო ფოტოები, თვალი ადევნო მიმდინარე მოვლენებს და გააზიარო შენი შთაბეჭდილებები სოციალურ ქსელში. ამისთვის ფიზიკური SIM ბარათი ან ელექტრონული - eSIM უნდა შეიძინო. eSIM-ის გააქტიურება მობილურის პარამეტრებიდანაა შესაძლებელი სრულიად ციფრულად. ამ ტექნოლოგიის გამოყენებით, მოგზაურობა უფრო მარტივ და სასიამოვნო პროცესად შეგიძლია აქციო.
რატომ უნდა გაიაქტიურო როუმინგ ინტერნეტი როცა სამოგზაუროდ მიდიხარ
დღესდღეობით დიდი ქალაქების უმეტესობა ტურისტებს უფასო Wi-Fi-ს სთავაზობს. შესაბამისად, ჩნდება კითხვა - რა საჭიროა სამოგზაურო ინტერნეტის შეძენა, როცა შეგიძლია კაფეში დაჯდე და უფასო ინტერნეტით ისარგებლო?
როუმინგ პაკეტის უპირატესობა სტაბილურობა და ინტერნეტთან მუდმივი წვდომაა. მისი გააქტიურების შემთხვევაში, შეგიძლია მობილური ინტერნეტით ნებისმიერ დროსა და ადგილას ისარგებლო - ქუჩაში გადაადგილებისას გამოიყენო Google Maps; პირდაპირ რეჟიმში აჩვენო შენს გამომწერებს ღირსშესანიშნაობები, რომლებსაც მოინახულებ; დაურეკო საყვარელ ადამიანებს და შენთან ერთად დაათვალიერებინო საახალწლოდ მორთული ქუჩები; მათთან ერთად გაიზიარო ეს დაუვიწყარი მომენტები. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როუმინგ ინტერნეტი მოგზაურობისას ყველაზე კომფორტული და სანდო ალტერნატივაა.
ინტერნეტთან დაკავშირებული რჩევები რომლებიც მოგზაურობაში დაგეხმარება
რაც უფრო ადრე დაიჭერ თადარიგს და შეიძენ შენზე მორგებულ როუმინგ პაკეტს, მით უკეთესი. სასურველია, ფიზიკური ან ელექტრონული ბარათი მანამდე შეიძინო, სანამ დანიშნულების ადგილას ჩახვალ. ამგვარად, აეროპორტში ჩაფრენისთანავე გექნება ინტერნეტზე წვდომა და ახლობლებს გააგებინებ, რომ უსაფრთხოდ ჩახვედი. შეამოწმე მობილური ოპერატორების შემოთავაზებები და აარჩიე შენთვის ოპტიმალური პაკეტი. შეგიძლია შეიძინო მეგაბაიტების სასურველი რაოდენობა ან ულიმიტო ინტერნეტი. გაითვალისწინე შენი საჭიროებები, რამდენი დღის განმავლობაში აპირებ ამ ქვეყანაში დარჩენას, რა დანიშნულებით გამოიყენებ ინტერნეტს, ბიუჯეტი და ა.შ.
შეჯამება
როუმინგ ინტერნეტი მოგზაურობისას შენი შეუცვლელი მეგზურია. ის საშუალებას გაძლევს, ახლობლებთან მუდმივი კონტაქტი გქონდეს და ისარგებლო ყველა იმ აპლიკაციით, რომელიც მოგზაურობას უფრო კომფორტულს გახდის. გაითვალისწინე, სადღესასწაულო სეზონი განსაკუთრებით დატვირთულია. ქალაქები, რომლებიც საახალწლო ტურიზმით არის ცნობილი, ამ პერიოდში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან უამრავ ადამიანს მასპინძლობენ. ეს გავლენას ახდენს უფასო Wi-Fi-ზეც. იმისთვის, რომ ინტერნეტთან მუდმივი წვდომა გქონდეს, აჯობებს სამოგზაურო ინტერნეტი შეიძინო. უწყვეტი კავშირი შენს მოგზაურობას უფრო კომფორტულ და საინტერესო გამოცდილებად აქცევს.