ქართველი მოხალისეები უკრაინაში

რუსეთმა ქართველ მოხალისეზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა

ქართული ლეგიონის შევრონი

უკრაინაში მებრძოლ ქართველ მოხალისეზე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

კომიტეტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ადამიანი არის ლაშა "ჭიღდაძე", თუმცა, რადგან ამ ორგანოს ქართული გვარები წარსულშიც არასწორად დაუწერია, სავარაუდოდ, საუბარია ლაშა ჭიღლაძეზე.

მას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ტერორისტული აქტის ჩადენასა და მოქირავნეობას აბრალებს. როგორც ორგანო ირწმუნება, ქართველი მოხალისე მონაწილეობას იღებდა რუსეთის ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში.

უკრაინაში მებრძოლი და ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი ლაშა ჭიღლაძე 2024 წლის ივლისში პირველი იყო, ვინც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხვაზე დაიბარა. მაშინ დაკითხეს კიდევ რამდენიმე ქართველი მოხალისე. როგორც შემდეგში გაირკვა, სუს-ი იძიებდა საქმეს ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე. მათი მტკიცებით, უკრაინაში მებრძოლი ქართველები შესაძლოა ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის მკვლელობას გეგმავდნენ.

კომენტარები