ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

კობახიძე: ჰერჩინსკი ძალიან კარგი პიროვნებაა, მაგრამ ზეწოლის ქვეშაა, სოლიდარობას ვუცხადებ

ევროკავშირის ელჩი ჩვეულებრივად იტყუება, ის აქამდე იტყუებოდა, რომ ევროკავშირმა გააჩერა საქართველოს ევროინტეგრაცია, ეს იყო ტყუილი და ახლა მეორე ტყუილი დაამატა - თითქოს ჩვენ გავაჩერეთ ის, რაც უკვე ყოფილა გაჩერებული. აქედანაც ჩანს, რომ ჩვეულებრივად ის ამბობს ორ ტყუილს ერთდროულად...

... ეს ძალიან შემაშფოთებელია. მე არანაირი წინააღმდეგობა არ მაქვს პიროვნულად ბატონი პაველ ჰერჩინსკის მიმართ, ის არის ძალიან კარგი პიროვნება, ეს შემიძლია გითხრათ, მაგრამ ჩვენი ვარაუდი იყო, რომ მას აუცილებლად მოუწევდა ზეწოლაზე რეაგირება და ეს რეაგირება არის გამოხატული სწორედ იმ განცხადებებში, რომელსაც ის აკეთებს. რა თქმა უნდა, სხვა შემთხვევაში მას შეიძლება მოუწიოს საკუთარი პოსტის ნაადრევად დატოვება.

ზეწოლა მასზე არის ძალიან დიდი, აქედან გამომდინარე, მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო ბატონ ჰერჩინსკის, არაფერი პირადი არ გვაქვს მასთან, უბრალოდ, გვიწევს იმ ფაქტის კონსტატაცია, რაც გულისხმობს იმას, რომ ელჩს უწევს ტყუილების თქმა ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით.

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიფინგზე.

კომენტარები