დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

სირიელი ამბოხებულები ალეპოში შევიდნენ და ქალაქის დასავლეთ ნაწილების აღება დაიწყეს – მედია

სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციისა და ღია წყაროების მიხედვით, სირიელი ამბოხებულები, 2016 წლის შემდეგ პირველად, ქალაქ ალეპოში შევიდნენ და ქალაქის დასავლეთ ნაწილების აღება დაიწყეს.

გავრცელებულ ვიდეოებში, რომელთა გადამოწმებაც ამ დროისთვის ვერ ხერხდება, ჩანს, თუ როგორ შედიან, სავარაუდოდ, სირიის ოპოზიციური ძალები ალეპოს ქუჩებში:

 27 ნოემბერს ჯიჰადისტურმა დაჯგუფებამ ჰაიათ თაჰრირ აშ-შამი (HTS) და მისმა მოკავშირე ფრაქციებმა სირიის ალეპოს პროვინციის ჩრდილოეთში სამთავრობო ძალების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მოულოდნელი იერიში წამოიწყეს, რაც ბოლო წლებში ყველაზე ძლიერ შეტაკებებში გადაიზარდა. 

სირიელმა ამბოხებულებმა ალეპოში საკვანძო პუნქტები, სამხედრო ბაზა და 40-მდე დასახლება აიღეს

კომენტარები