საია: ჩვენ ბოლომდე ვიდგებით ხალხის გვერდით მათი უფლებებისა და კონსტიტუციის დასაცავად

gyla.ge

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას აქვეყნებს, სადაც საუბარია არალეგიტიმურად დამტკიცებული მთავრობის მიერ საქართველოს მოქალაქეების 80%-ის სურვილის საწინააღმდეგოდ მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

"საქართველოში მოქალაქეების 80%-ზე მეტი მტკიცედ უჭერს მხარს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ეს არა მხოლოდ საზოგადოებრივი ნება – ეს კონსტიტუციით გარანტირებული არჩევანია!

არალეგიტიმურად დამტკიცებულმა მთავრობამ არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას და მოქალაქეების ნებას.

საია, როგორც ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია, მისი მანდატის ფარგლებში ბოლომდე იდგება ხალხის გვერდით მათი უფლებებისა და კონსტიტუციის დასაცავად". - წერია განცხადებაში.

28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა აჩერებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს 2028 წლამდე. 

პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე სამართალდამცველებმა ძალადობრივად დაშალეს მომიტინგეები.

ომბუდსმენის განცხადებით, დაშავებულია 20 ჟურნალისტი.

კომენტარები