ბითაძე EU-ს: გახსენით მოლაპარაკებები და პატივი გვეცით, როგორც ერს

მოვა დრო და ჩვენს ევროპელ მეგობრებს (ელჩებს), საჯაროდაც მოერიდებათ ჩვენთვის თვალებში ჩახედვა. კულისებში როგორ იმართლებენ თავს, ისედაც კარგად ცნობილია. რასაც თქვენ დღეს საქართველოს უკეთებთ, ამას უარი 90-იანებში ვუთხარით, რუსის ტვინითა და პროპაგანდით აზროვნება რომ არ გვინდოდა. თქვენდა სამწუხაროდ, უმრავლესობა ცოცხლები ვართ და კარგად გვახსოვს თქვენი შეშფოთება ან საერთოდ იგნორი - 90-იანებში, 2008-ში და მთელი ის 9 წელი, როდესაც ნაცები გვატერორებდნენ.

დაფინანსების გაჩერებითა და მოლაპარაკებების არ გახსნით გვემუქრებით თვეებია და ოკ - როცა გითხარით, ახლა ეს ჩვენი ბრალია? ხვალვე გახსენით მოლაპარაკებები და ვნახოთ, რამდენ ხანში გადავასწრებთ, ისედაც ვალდებულებების შესრულების ნაწილში ჩვენზე უკან მგდომ, ყველა კანდიდატ ქვეყანას. გახსენით მოლაპარაკებები და პატივი გვეცით, როგორც ერს. კოლონიალიზმი 50-იანებში დასრულდა.

წერს Facebook-ზე ქართული ოცნების დეპუტატი, მაია ბითაძე და პოსტში საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას ნიშნავს.

ქართული ოცნების განცხადებით, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე, კობახიძის თქმით, ისინი 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის მხრიდან ყველანაირ საბიუჯეტო გრანტზე.

კომენტარები