ცესკოს საპარლამენტო სიების ჩახსნის მოთხოვნით ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამაც მიმართა. განცხადება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სოფო ჯაფარიძემ და ლაშა ფარულავამ მიიტანეს.
"ცესკოში მოიტანეთ წერილი, განცხადება, ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ხელმოწერილი, რომელიც ვალდებულს ხდის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციას ჩახსნას ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო სია. ვინაიდან და რადგანაც, ჩვენ არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს და ვინაიდან და რადგანაც ჩვენ არჩევნების პირველივე დღესვე ვთქვით, რომ ეს არჩევნები არის მოპარული", - განაცხადა ჯაფარიძემ TV პირველთან.
ცნობისთვის, ცესკოს სიების ჩახსნის მოთხოვნით, დღეს ასევე მიმართა კოალიცია ძლიერმა საქართველომაც. 25 ნოემბერს კი კოალიციამ ცვლილებისთვის. გიორგი გახარიას პარტიაში კი ამბობენ, რომ სიების ჩახსნაზე ნაბიჯს მაშინ გადადგამენ, როცა ამას საჭიროდ თავად ჩათვლიან.
არჩევნები 2024
ცესკოს საპარლამენტო სიების ჩახსნაზე ერთიანობა-ნაციონალურმა მოძრაობამაც მიმართა
