არჩევნები 2024

ძლიერმა საქართველომ ცესკოს სიის ჩახსნის მოთხოვნით მიმართა

კოალიცია ძლიერმა საქართველომ საპარლამენტო სიის ჩახსნაზე ცესკოს უკვე მიმართა. შესაბამისი დოკუმენტი ადგილზე ირაკლი კუპრაძემ მიიტანა.

"კოალიცია ძლიერი საქართველოს სიები ჩახსნილია. არანაირი ბენეფიტისა და დაფინანსების დაკარგვის არ გვეშინია - არც ხელშეუხებლობისა და იმუნიტეტის დაკარგვის. გვჯერა, რომ ჩვენ და ქართველი ხალხი მართლები ვართ და ვიბრძვით ბოლომდე". - წერს Facebook-ზე კუპრაძე და ცესკოს კანცელარიასთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

ასევე, 25 ნოემბერს, სიების ჩახსნაზე ცესკოს უკვე მიმართაოალიციამ ცვლილებისთვის.

ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა კი მანდატების გაუქმების მოთხოვნით ცესკოს დღეს, 26 ნოემბერს მიმართავს. ამის შესახებ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

გიორგი გახარიას პარტიაში კი ამბობენ, რომ სიების ჩახსნაზე ნაბიჯს მაშინ გადადგამენ, როცა ამას საჭიროდ თავად ჩათვლიან.

კომენტარები