არჩევნები 2024

მენაბდე: პარლამენტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ცნობა, რასაც ოცნება აპირებს, უკანონოა

ვახუშტი მენაბდე
ტაბულა

"უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ რომ პარლამენტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ცნობა, რასაც დღეს ოცნება აპირებს უკანონოა" – წერს კონსტიტუციონალისტი, ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში.

მენაბდის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო პარლამენტის 150-ივე დეპუტატის მანდატის კანონიერებას განიხილავს, რა დროსაც, პარლამენტი ვალდებულლია, სასამართლოს დაელოდოს.

"ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც ასეთ ვითარებაში პარლამენტი მიიღებს იქნება უკანონო, არა მხოლოდ უფლებამოსილების ცნობა, არამედ კანონი, ბიუჯეტი, მთავრობის დამტკიცება" – წერს მენაბდე.

ამ წუთებში, საპროტესტო აქციის ფონზე ქართული ოცნების გუნდმა მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დაიწყო. პარლამენტის სხდომას არ ესწრება არცერთი ოპოზიციური პარტია და უცხო ქვეყნის ელჩი. 

კომენტარები