ძლიერი საქართველოს წევრ გრიგოლ გეგელიას თავისუფლების მოედანზე ჭავლის მანქანიდან წყალი შეასხეს - იმ დროს, როცა ადგილზე მობილიზებულ პოლიციას მიმართავდა.
"მე ვარ საქართველოს ხალხის მიერ არჩეული დეპუტატი, გეკითხებით, შენ ხარ სახელმწიფოს მოხელე, გესმის, ხო? ხვალ გავიგებ შენს სახელს და გვარს და ნომერს, შენ სახელმწიფო ბიუჯეტი გიხდის, ჩემი მსახური ხარ, ამ ხალხის მსახური ხარ, ამ ხალხის სახელით, როგორც არჩეული პირი, გეკითხებით, აპირებთ თუ არა..." - მიმართავდა გეგელია სამართალდამცველებს, რა დროსაც ჭავლის მანქანამ სახეში წყალი შეასხა.
"ეს არის ამათი სახე, საქართველოს ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატს კითხვისთვის ასხამენ ჭავლს, ეს არის ამათი სახე... ასეთი ქვეშა#სია რეჟიმი ჰყავს საქართველოს, მაპატიეთ ამ სიტყვისთვის, ასეთი არარაობები, რომლებიც წყლის ჭავლით ცდილობენ, რომ ჩემს კითხვას გასცენ პასუხი" - თქვა გეგელიამ.





