ნიდერლანდური მედიის, De Telegraaf-ის ინფორმაციით, NATO-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ფლორიდაში, ტრამპის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში ხვდება.
ონლაინ რადარის მიხედვით, ცნობილია, რომ ნიდერლანდების სახელმწიფო თვითმფრინავი ფლორიდაში დაეშვა. გამომდინარე იქიდან, რომ NATO-ს გენერალურ მდივნისთვის პერსონალური თვითმფრინავი არ არის გამოყოფილი, რუტეს ალიანსის წევრი რომელიმე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული თვითმფრინავით უნდა ესარგებლა.
ნიდერლანდების მთავრობასა და NATO-ს აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.
რუტემ დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება 6 ნოემბერს მიულოცა და აღნიშნა, რომ "მოუთმენლად ელის მასთან ერთად კიდევ ერთხელ მუშაობას".