არჩევნები 2024

მდინარაძე საკონსტიტუციოზე: ზუსტად ვიცი წინასწარ, შანსი არ არის რომ დაკმაყოფილდეს ეს სარჩელი

წინასწარ ვიცი ზუსტად, კი ზუსტად ვიცი წინასწარ, რომ ეშინიათ ხოლმე ვიღაცებს, ზუსტად ვიცი წინასწარ, რომ შანსი არ არის რომ დაკმაყოფილდეს ეს სარჩელი. რატომ ვიცი წინასწარ, რატომ ვსაუბრობ იცით, საფუძველი არ არსებობს და წინასწარ როგორ შეიძლება არ ვიცოდე. თუ ობიექტურად დაადგენს ზუსტად ვიცი, და თუ სუბიექტურად დაადგენს და შეაშინებთ და დააშანტაჟებთ, სიკვდილით დაემუქრებით, მერე შეიძლება სხვანაირი გადაწყვეტილება, სხვა შემთხვევაში ზუსტად ვიცი წინასწარ.

თქვა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ხმის ფარულობისა და არჩევნების საყოველთაობის დარღვევის შესახებ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში 19 ნოემებრს შეიტანა.

კომენტარები